02:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 16:01:56, 298 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი სრულად არის აღჭურვილი და მზადაა მოქალაქეთა მისაღებად. 

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი - მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა. ამ მასშტაბის და მოცულობის პროექტი რეგიონშიც პირველია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში, კონკრეტულად, დიდ დიღომში იქნება ეს სივრცე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში მოემსახურება მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი საცურაო აუზი, ორი საკალათბურთო მოედანი, ტანვარჯიშისთვის, კრივისთვის, ჭიდაობისთვის განკუთვნილი დარბაზები, მედიათეკა, კაფე-ბარი, დასასვენებელი სივრცეები, საუნები, მიწისქვეშა პარკინგი. 10 000-მდე ადამიანის მიღება შეეძლება აღნიშნულ ცენტრს ყოველთვიურად“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

აქვე, მერმა მიმართა 60 წელს  გადაცილებულ მოქალაქეებს, ისარგებლონ აღნიშნული ცენტრის სერვისებით, ვინაიდან ის ჩართული იქნება პროგრამაში, რომელიც ამ ასაკის ადამიანების უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. 

მრავალფუნქციურ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები; ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს  17 186 593 ლარს.  

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics