|
2024-10-17 15:47:32, 307 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ენმ-ს აღიზიანებს, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, ამიტომ ჩვენს ბანერებს აზიანებენ
ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აზიანებენ „ქართული ოცნების“ ბანერებს, რადგან „მათ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა". „ამ ადამიანებს აღიზიანებთ ეს ბანერები, რადგან შინაგანად ასეთები არიან. აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ გვირჩევნია ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო. ამბობდნენ, სირცხვილია, რომ აქ დაბადებულმა ადამიანმა საქართველო საკუთარ სამშობლოდ აღიქვასო. წარმოგიდგენიათ, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები შინაგანად? ყველა რადიკალს, ბოროტმოქმედს, ვინც ქვეყანაში სიძულვილს თესავს, ახორციელებს მოღალატეობრივ ქმედებებს, ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს შესაბამის პასუხს გასცემს“,- აღნიშნა კალაძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)