|
2024-10-17 12:30:01, 362 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შანსი დარჩეს
თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, საქართველოს დარჩეს შანსი ევროინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. როგორც ნაუსედამ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა საკუთარი მომავალი უნდა გადაწყვიტოს, ძალიან მნიშვნელოვანია. "მომავალი არჩევნებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხი საკუთარ მომავალს გადაწყვეტს. თუ არსებული სტატუს-კვო შენარჩუნდა, არა მგონია, საქართველოს დარჩეს შანსი ევროინტეგრაციის გზაზე. თუ პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, დაველოდოთ პროგრესს - ეს ძალიან გაგვახარებს",- აცხადებს ნაუსედა. შეგახსენებთ, 17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში იმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც უნდა იმსჯელონ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)