|
2024-10-16 17:40:11, 351 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - ჩვენს წარმომადგენლებს ისნის საარჩევნო ოლქთან ცივი იარაღით შეიარაღებული „ძველი ბიჭები“ დახვდნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენლებს N5 ისნის საარჩევნო ოლქთან ცივი იარაღით შეიარაღებული "ძველი ბიჭები" დახვდნენ. როგორც ოპოზიციური პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენმ-ის წარმომადგელებს შეიარაღებული პირები "ქართულმა ოცნებამ" "მიუგზავნა". "მაშინ, როდესაც N5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მარიამ დოლიძე ინტერვიუს აძლევდა ტელევიზიას სპეციალური სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ არეგისტრირებდა ამავე ოლქის კომისია, ადგილზე გამოჩნდნენ "ქართული ოცნების" მიერ მიგზავნილი, ცივი იარაღით შეიარაღებული "ძველი ბიჭები". მოისმინეს რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბარი და ამას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა "ქართული ოცნების" "ტიტუშკების" მხრიდან",- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)