|
2024-10-16 14:18:26, 315 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - კოალიციური მთავრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებს
კოალიციური მთავრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, "უმოკლეს ვადებში მივიღებთ ევროკავშირისგან არა კრიტიკას, არამედ გამოწვდილ ხელს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გასახსნელად". "ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება პირველი არ არის, სადაც ის ღიად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მაშინ, როცა არსებობს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, გაწევრიანებაზე, თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უმოკლეს ვადებში, ვპირდებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საქართველოს ხელისუფლება, კოალიციური მთავრობა დააბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და უმოკლეს ვადებში ჩვენ მივიღებთ არა კრიტიკას ევროკავშირისგან და საუბარს იმაზე, რომ ეს პროცესი გაჩერებული და გაყინულია, არამედ გამოწვდილ ხელს მოლაპარაკებების გასახსნელად და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ ქართველი ხალხის სახელით, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)