14:19 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 13:45:45, 318 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნება“ - მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ანგარიშებში დაუყოვნებლივ ასახონ

მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილია".

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა.

იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ, მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია",- აღნიშნულია მმართველი პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიება გუშინ, 15 ოქტომბერს გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics