|
2024-10-15 20:16:57, 316 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არაკონსტიტუციურად არ გამოცხადდება, ისე პოლარიზაციის პრობლემა არასდროს არ მოგვარდება
პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, "თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები დაიწყება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება". "რაც შეეხება ამომრჩეველს, ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული ათიათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უნდა მოვუწოდოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მათ იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)