|
2024-10-15 17:41:10, 258 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - დეკანოიძემ და უგულავამ ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს დანაშაული - წარწერა „არა ომს“ წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!
ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა, მდივანი მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, დეკანოიძემ და უგულავამ დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამავე დროს, ბანერზე წაშალეს მხოლოდ წარწერა "არა ომს", რითაც "როგორც ომის პარტიის წარმომადგენლებმა, პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს". "ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული: 1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. 2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს! თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო - კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი. ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო",- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)