|
2024-10-14 17:02:08, 269 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს
სიცრუე და ჩვეულებრივი პროვოკაცია,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა" განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ოჯახის წევრების პირად ნომრებს სთხოვენ. კახა კალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად არის გადმოცემული ეუთო/ოდირის დასკვნაში და ჩანს კიდეც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს. "ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები - ჩვეულებრივი აქტივისტები იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც დღეს ქვეყნის მტრად წარუდგა საზოგადოებას. რა „ჩემი ხმა", რა ფაქტები, რის ფაქტები. აგერ ეუთო/ოდირის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ყველაფერი დეტალურად არის მოცემული. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი დასკვნა პირველია. ყოველთვის იყო დაპირისპირებები, გარკვეული პრობლემები, ასეთი მშვიდი არჩევნები ქვეყანაში არ გვქონია და ვიღაც „ჩემი ხმა", „მეგობრის ხმა" და „ბიძაშვილის ხმა" რაღაც სისულელეს ამბობს. ეს არის სიცრუე და ჩვეულებრივი სპეკულაცია", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)