|
2024-10-14 16:27:27, 368 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე - ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში
არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში, ეს არის ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ,- ამის შესახებ თბილისისი მერმა, კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანა ლიურმანთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძე მედიასთან ლიურმანის კომენტარს გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამ ტიპის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს". "დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და ნული, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივო კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ",- თქვა კალაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 14 ოქტომბერს ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა "ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ ამ გზას დაბრკოლებებს უქმნის".
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)