|
2024-10-14 15:50:29, 387 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება ტყუილი და ბლეფია
1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება ტყუილი და ბლეფია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" მიერ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია. "მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ტყუილი და სისულელე. არანაირი არგუმენტები არ აქვთ იმისა, თუ როგორ აპირებენ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნას. ეს ხომ წარმოუდგენელია?! მაშინ რაღაცას უნდა მოაკლოს და ისიც უნდა თქვას, რას აკლებს. ჯანდაცვას აკლებს? ინფრასტრუქტურას აკლებს? რა მიმართულებას უნდა მოაკლოს? წარმოუდგენელია",- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)