15:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 14:58:56, 378 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, სტანდარტული ანკეტაა, რომელიც მოსწავლეების მიერ ნებისმიერ ქვეყანაში ივსება

სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პერსონალური მონაცემების შესახებ ორგანიზაცია „ჩემი ხმის" და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ორგანიზაცია დაკავშირებულია „კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან" და „მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს".

„ეს ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან", შესაბამისად, მათ ასეთ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. მით უმეტეს, როდესაც ისინი ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, ეს არის სტანდარტული ანკეტა, რომელიც ივსება ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი ფორმით სკოლის მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს არც პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა კომპეტენცია ამ ხალხს არ მოეთხოვება",- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics