|
2024-10-13 11:40:45, 337 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად, არჩევნების შემდეგ კოალიციურ ხელისუფლებას შევკრავთ
დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად, არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, კოალიცია "ქართული ქარტიის" ერთგულია. "ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი "ქართული ქარტიისა", რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ "ქართული ქარტიის" და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას",- ამბობს ბოკუჩავა. ცნობისთვის, გუშინ, 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)