|
2024-10-13 11:24:19, 344 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენზე კარგად კვლევებზე თავად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ეს არის კეზერაშვილის, გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის ოცნებები - ეს ოცნებები უკან დარჩებათ
ჩვენ ახლა განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, რომ არც კი გვიწევს ფაქტობრივად ამ ე.წ. კვლევებზე საუბარი და მათი უარყოფა, თავად ოპოზიცია ამხელს ერთმანეთს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ კვლევებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, როდესაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვხედავთ". „აქ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ამხელს ერთმანეთს. ვხედავთ, რომ როცა ეს არის კეზერაშვილის მართულ ტელევიზიაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობაა“ წინ, როცა ეს არის ნიკა გვარამიას მართულ ტელევიზიაში, მაშინ ნიკა გვარამია არის წინ. სასაცილოა, ასე არასერიოზულადაც ხომ არ უნდა მოექცნენ საკუთარ საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენზე კარგად ამ კვლევებზე საუბრობენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხან კეზერაშვილის ოცნებები, ხან გვარამიას ოცნებები, ხან სააკაშვილი, ხან ხაზარაძის ოცნებები. ეს ოცნებები დარჩებათ მათ უკან 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი უკვე მერამდენეჯერ რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)