|
2024-10-11 14:45:42, 364 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - მოლდვამ ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო მიიღო - გეკითხებით, რა გააკეთეთ, ეს თანხა რომ საქართველოსაც მიეღო
მოლდოვამ რომ 2 მილიარდი ევრო მიიღო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის - იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას,- ასე მიმართავს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს არათუ გაიზარდა, არამედ ევროპული დაფინანსებები მთლიანად შეწყდა. "ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო - ბატონო ირაკლი, მოლდოვიამ ევროკავშირისგან 2 მლრდ ევრო მიიღო, უკვე მიიღო ეს თანხა. მე გეკითხებით, თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს თანხა. მთელი ეს პერიოდი გვიმტკიცებთ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებებს თითქოს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის, ხომ გვეუბნებოდით და მოლდოვის მაგალითი მოგყავდათ, მოლდოვამ რა მიიღოო, 2 მლრდ მიიღო, თქვენ რატომ ვერაფერი ჩამოიტანეთ? რომ გეუბნებით, 14-მილიარდიან ფონდზე წვდომა შეგვიძლია, გვქონდეს და მოვიტანოთ საქართველოში, თქვენ ამბობთ, რომ არა. ხომ დადასტურდა ახლა თქვენი ტყუილი? კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის, იმიტომ, რომ თქვენ ხართ დაკავებული ანტიქართული, ანტიევროპული საქმით და საიდან მოიტანთ ამას. თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ უნდა წახვიდეთ და ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოსთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, წარმოების განვითარებისთვის, ეს არის ის კონკრეტული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ",- განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)