|
2024-10-10 14:07:22, 292 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, ვიღაც როგორ მართავს გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს
ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორ მართავს ვიღაც გარედან, როგორც ბოროტ კლოუნებს. ვიღაცას, საერთო ერთ ხელს, როგორ ჰყავს საბმელით მობმული, როგორც ბოროტი კლოუნები და თავის ჭკუაზე ატარებს, ეს არის იმ ბანერებზე ასახული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ახალ ბანერებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებების შესახებ განაცხადა. „ბოლო 4 დღის განმავლობაში [ისმის] -მოიშორე ქ/ოცნება, მოიშორე ბიძინა, ზიზღის ენით, შეურაცხმყოფელი, პოლარიზაციის გამაღვივებელი და თუკი რაიმე ნეგატიური ფრაზა შეიძლება ახსენო, ყველას შემცველი ბანერები გამოჩნდა ნაცმოძრაობის მიერ გაკრული ქალაქის ქუჩებში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხედავთ როგორ მშვიდად მიდის კამპანია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს აქტივისტს, როგორც ახლა კარგად მივდივართ, ნუ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე კონფლიქტში შევიდნენ, მაგრამ ვისთან უნდა შევიდნენ კონფლიქტში, საერთოდ ველზე არ არიან. სოფლებში, ქალაქებში ადამიანები არ დადიან. პირველი არჩევნებია, როცა ე.წ. ველზე ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს. იმდენად არიან გარე აქტორებზე დამოკიდებული და ელოდებიან როდის ვინ რა განცხადებას გააკეთებს, როდის ვინ რა რეზოლუციას მიიღებს, საარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ტელევიზიების გარდა არ აწარმოებენ, ხალხთან ვერ მიდიან. არცერთ პარტიას არ აქვს იმის ძალა, რომ სადმე დელეგატი დაასახელოს. ანუ ელოდებიან რაღაცას გარედან, ან შიგნით პროვოკაციას, რომელმაც მათი აზრით შეიძლება თეორიულად გადატეხოს სიტუაცია. ეს მათი დუმილი საარჩევნო ველზე ამის მოლოდინის გამშიფვრელია. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მხოლოდ ბანერებით და ტელეკამერებით გვესაუბრებიან, იქ უკვე ზიზღის ენით საუბრობენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)