|
2024-10-09 15:54:50, 377 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ახალი კურსი დაემატა
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ დაემატა. კურსს ინჟინერი, ნანა დიხამინჯია, გაუძღვება. „ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები ყოველდღიურად ვითარდება და მათი როლი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სულ უფრო იზრდება. ამ ბიზნესკურსში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენება მათი საქმიანობის უფრო ეფექტური და ოპტიმალური მართვისთვის“, - აღნიშნავს ნანა დიხამინჯია. ახალი კურსი 7 ვიდეოლექციისგან შედგება. ლექციებზე განხილული იქნება ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სოციალური მედიის მართვა, ადამიანური რესურსების მენეჯმეტი, გაყიდვების სისტემების გამართვა და სხვა. Businesscourse.ge ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც 50-მდე კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სხვა საკითხების შესახებ. კურსებზე რეგისტრაცია უფასოა, ხოლო ვიდეოლექციების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" პლატფორმაზე უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სხვადასხვა კურსი. დარეგისტრირდით კურსზე „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ ან ნახეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)