|
2024-10-09 14:51:34, 321 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მუხიანში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გლდანის რაიონში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე არსებულ სკვერს შეემატა, დაახლოებით, ერთი ჰექტარი ტერიტორია, რითაც რეკრეაციული სივრცე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, 1.5 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა განახლებული. "სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნული პარკის გახსნის ღონისძიებაზე დაპატიჟა. "დედაქალაქში ბევრი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. ქალაქს მსგავსი პროექტების განხორციელების დიდი რესურსი აქვს. აღნიშნულ პარკს 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ გავხსნით. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)