|
2024-10-09 13:57:04, 313 ნახვა
საზოგადოება
„ავერსის კლინიკამ“ ლაბორატორიის ახალი ფილიალი გახსნა
7 ოქტომბერს “ავერსის კლინიკამ“ ოფიციალურად გახსნა მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია. “ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ანალიზატორებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების ცენტრალიზაციას, ავტომატიზაციასა და სიზუსტეს. ავტომატიზაცია გულისხმობს ლაბორატორიული ამოცანების შესრულებას ისეთი ნატიფი ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენებით, რომლებიც ადამიანის მინიმალურ ჩარევას მოითხოვს. “ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც ლაბორატორიის საქმიანობაში რობოტები ჩართო: რობოტ-ოფიცრებს ანას და ლიზას საანალიზო ნიმუშები სწრაფად მიაქვთ ლაბორანტამდე. “ავერსის კლინიკის“ პირველი ლაბორატორია 2007 წელს გაიხსნა. დღეს მას მთელ საქართველოში 30 ფილიალი აქვს.
2013 წელს “ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ISO9001, ხოლო 2014 წელს მან, პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO15189-ის მიხედვით.
“ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია მულტიპროფილურია. აქ ტარდება ყველა მიმართულების 500-ზე მეტი კვლევა და ყველა ეს კვლევა აკრედიტაციის სფეროს ნაწილია. ლაბორატორიაში დანერგილია და წარმატებით სრულდება ისეთი კვლევებიც, რომლებიც აქამდე საქართველოს ლაბორატორიებში არ ტარდებოდა და რომელთა ჩასატარებლადაც მასალა იგზავნებოდა საზღვარგარეთ.
მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით “ავერსის კლინიკა“ იწყებს კამპანიას „გააანალიზე შენი ჯანმრთელობა“.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ანალიზით იწყება. “ავერსის კლინიკა“ ზედმიწევნით აანალიზებს მომხმარებელთა საჭიროებებს. სწორედ ამ ანალიზის შედეგია ზუსტი დიაგნოსტიკა, რაც გამოჯანმრთელების წინაპირობაა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



.jpg)

.jpg)
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)