|
2024-10-09 11:06:52, 331 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შეხვედრა ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და IAP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას შორის არსებული ხანგრძლივი, ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა 2022 წელს, საქართველოს პროკურატურის მასპინძლობით ჩატარებულ, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას და 2017 წელს ჩატარებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონფერენციას. საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ ტიპის ერთობლივი ღონისძიებები საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს - აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)