|
2024-10-08 20:23:28, 318 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება
საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წერილშია ნათქვამი. როგორც ბორელი აღნიშნავს, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი. შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, და ასევე, გადახედილი იქნა დახმარების პორტფელი. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და ამის ფონზე ჩვენ შევამცირეთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და გავაძლიერეთ ურთიერთობა საქართველოს ხალხთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებას და იმ კანონებს, რომლებიც ნამდვილად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, უნდა შეწყვიტონ ეს გაუგებარი ბრალდებების გამოთქმა ევროკავშირის მთავრობის მიმართ, ის ნარატივი, რომ ევროკავშირი ცდილობს ახალი ფრონტი გახსნას საქართველოში, მიუღებელია. ეს ნარატივები ხელსაყრელია მხოლოდ რუსეთისთვის. და ამგვარად, ეს არის ანტიდემოკრატიული ქმედება. საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიულობის და ის წინასაარჩევნო რიტორიკა რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები, ძალიან წააგავს ავტორიტარული რეჟიმების ქცევას და ქმედებას. და ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გამოთქმულ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს. ევროკავშირი დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ასახოს საქართველოს მოსახლეობის და ხალხის ნება. მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი", - ნათქვამია ბორელის წერილში. ცნობისთვის, ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)