18:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 14:16:42, 399 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახური - 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მიმდინარე წლის, 1-ელი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებული აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგენა 38 509 კოლოფი სიგარეტი, ხოლო შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის  ნიშნების  არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაგზავნილია განსჯად სასამართლოში",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics