|
2024-10-08 13:40:32, 412 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა
"თიბისის" ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. "თიბისი" უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას Women In Data Science აძლიერებს საქართველოში. ღონისძიებაზე, დატას ქალმა პროფესიონალებმა, როგორც "თიბისიდან", ასევე სხვა კომპანიებიდან გამოსვლებსა და პანელური განხილვების დროს ისაუბრეს მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს "თიბისი", როგორც data-driven კომპანია. Data ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო "თიბისის" ვორქშოფებში, სადაც მონაწილეები გაეცნენ "თიბისის" ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარეს მოდელი; დანერგეს მანქანური დასწავლების მოდელი ლოკალურად, გაეცნენ Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლეს, თუ როგორ მართონ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. "თიბისიში" ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის დანერგვა ბიზნეს პროცესებში, ისევე როგორც ქალების მხარდაჭერა და მათ პროფესიონალურ წინსვლაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "თიბისის" მიზანია, ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს დატა პლატფორმების გამოყენება და აქციოს მონაცემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)