07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 13:47:18, 296 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკი ეწყობა

სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის N3-ში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

"სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან დიდი პროექტი ხორციელდება. აქ საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაკეთდება. ეს სიდიდით მეორე პროექტი იქნება დედაქალაქში. პირველი არის თემქის ხევი, რომლის სამუშაოებსაც უახლოეს მომავალში ვამთავრებთ და რომლის ფართობი 25 ჰექტარია, ეს პარკი კი დაახლოებით 18 ჰექტარი გამოდის. აქ ყველა თაობის ადამიანზე იქნება გათვლილი სივრცეები დასვენებისთვის, გართობისა და ვარჯიშისთვის. მოეწყობა  ველობილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცეები. სიახლეა, რომ აღნიშნულ პარკს დაემატება პატარა ველოტრეკი, სპორტული ველოსიპედებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე. ტერიტორია გამწვანდება, განათდება, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები. პარკის სამუშაოები 2026 წლისთვის დასრულდება, რადგან ძალიან მასშტაბური პროექტია და ყველაფერი ძირფესვიანად არის გასაკეთებელი",- განაცხადა კახა კალაძემ.

პარკის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ფანჩატურების,  სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის, ასევე გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოწყობა. 

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება 8 300 ძირი ნერგი და დაითესება ბალახი. 
სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ დაათვალიერეს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics