|
2024-10-01 15:43:43, 391 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ყველა დაინახავს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება არსებობს, მისი წარმომადგენლები კი, „უპრინციპო ადამიანები არიან". როგორც კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა, „ყველა მოაზროვნე ადამიანი ხედავს, თუ რა მოცემულობაა საქართველოში და აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირება არავის სურს". „ცხადია, რომ ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება არსებობს. თავი დავანებოთ კონკრეტულ პარტიებს. მაგალითისთვის მომყავს ხაზარაძე და ელისაშვილი - ერთმანეთს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს პირდაპირ ეთერში, მაგრამ დაავალეს, უთხრეს, თითი დაუქნიეს, რომ უნდა გაერთიანდნენ. უპრინციპო ადამიანები არიან, თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნიათ. ვიღაც ჩაწერეს საარჩევნო სიაში და საერთოდ არ უთხრეს, რომ წერდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ პირდაპირ ტელევიზიით გაიგეს, რომ წარმოდგენილი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. ვინც ნორმალურად აზროვნებს, ვისაც ქვეყანა უყვარს, ხედავს რეალურ მოცემულობას, გამოწვევებს, არავის უნდა იმ ბოროტ ძალასთან ასოცირდებოდეს, რომელსაც ამ რადიკალების სახით, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს... სხვა მოლოდინი ნუ ექნება საზოგადოებას, რომ ესენი დალაგდებიან და არჩევნების შედეგს აღიარებენ. ცხადია, როგორც წინა საპარალმენტო არჩევნებზე, სისულელეებს მოიგონებენ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ექნებათ, რაღაც დაძაბონ, არეულობა შემოიტანონ. გადადგან კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები და სახელმწიფო როგორ იმოქმედებს, ამას დაინახავს ყველა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)