|
2024-10-01 14:46:02, 254 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე გიგაურზე - რატომ არ უნდა უნდოდეს ფინანსების გასაჯაროება, ყველაფერი ნათელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც კალაძე აცხადებს, საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის ის ფული, რომელიც დაპირისპირებას და გახლეჩას ხმარდება. “რატომ არ უნდა უნდოდეს გასაჯაროება. ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და შენი ფინანსები, ჩარიცხვები, დახარჯვები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე. ყველაფერი ნათელია. ეს შავი ფული, რომელიც შემოდის, ხმარდება რევოლუციის მომზადებას ქვეყანაში, ხმარდება ერთმანეთთან დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ექსტრემიზმის დაფინანსება, ვინ აფინანსებს ამას, ვინ დგას ამის უკან?! ყველაფერი ცხადია, ადამიანების შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, სარწმუნოების შელახვა, ამ ასაკის პატრიარქის შეურაცხყოფა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს ყველაფერი საიდან ფინანსდება, საზოგადოებამ ხო იცის ეს, ხომ ცხადია ყველაფერი?!“,- აცხადებს კახა კალაძემ. კალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ, რომლებიც, მისივე მოსაზრებით, არჩევნებს ობიექტურად ვერ დააკვირდებიან. მისი თქმით, არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია. “თავისი შინაარსით რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ხომ იცით? არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც დაკომპლექტებულია რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით. როგორ შეიძლება, ამ კონკრეტულმა, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასოს ან დააკვირდეს არჩევნებს?! 2011 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში და ასეთი მშვიდი კამპანია არასდროს გვქონია. დღეს, ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩაატაროს კამპანია, მივიდეს ხალხთან. ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ მიდის, არ მიესვლება. როგორ უნდა მივიდეს, მაგალითად, გვარამია ან მელია ხალხთან, ან ხაზარაძე, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა. ისინი კამპანიას ატარებენ ვიღაც ელჩებისთვის, საელჩოებისთვის და გარე აქტორებისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)