12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 10:36:56, 264 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე ხუან ალკოლეა რუისს შეხვდა და მადლობის სიგელით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშე საქართველოში - ხუან ალკოლეა რუისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის “მადლობის სიგელით" დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მარკოს გრანადოს გომესი ესწრებოდა.

“ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ ხუან ალკოლეა რუისს, რომელიც საქართველოში მოვლენილია 2021 წლიდან განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის ოპერატიული და არაოპერატიული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებაში.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დასაფასებელია მისი უშუალო ჩართულობა და ძალისხმევა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის რეადმისიის შესახებ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმისა და მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics