12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 17:33:58, 331 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა

ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობას. ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 16 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ამჯერად, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

პირველკურსელთა მიღების ცერემონია ილიაუნის E კორპუსის ღია სივრცეში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან დარახველიძემ.

“ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდამჭერი პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“,- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics