04:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 12:18:03, 532 ნახვა

საზოგადოება
ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს „ერთი სარკმლის" პრინციპით მომსახურება და სერვისების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ტექნიკური და სამართლებრივი ბაზა და შიდა კომუნიკაციის მექანიზმები წარუდგინეს.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ყველაზე გავრცელებული მომსახურებების - ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, სერვისების მიწოდების ცენტრების მოწყობით, მართვითა და ინფრსტრუქტურითაც დაინტერესდნენ. ყირგიზი სტუმრები საქართველოში სამინისტროებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის ადგილობრივ მოდელს, მის ეფექტიანობასა და რეგულაციებსაც გაეცნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით, ყირგიზეთის დელეგაცია,  სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო პრაქტიკას ეცნობა.  ვიზიტის მიზანი საქართველოში ბოლო წლებში საჯარო და მუნიციპალური სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გაზიარებაა.

დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საჯარო ადმინისრტრირებისა და კადრების დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ჯალალ-აბადის მერი და ბალიკჩის ვიცე-მერი, ინფოკომის, ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო ცენტრის, ეუთოსა  და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლები შედიოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics