|
2016-02-23 11:21:05, 1780 ნახვა
რეგიონი
ორსანტიაში სოფლის სახლი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია, ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის სახლის გახსნას დაესწრნენ. მათივე ინფორმაციით, სოფლის სახლში დასაქმებულია: მენეჯერი, აგრონომი და ვეტერინარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, ტრენინგები, კონსულტაციები და მონაცემთა ბაზის შექმნა. როგორც გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ მოსახლეობას მიმართა, მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს პროექტებს და მიესალმება ამგვარ წამოწყებას, ,,ჩვენ არასდროს უკან არ დაგვიხევია, როცა ჩვენი დახმარება მოსახლეობას სჭირდებოდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ თანამონაწილეობა ისეთ პროექტებში, რომელთა განხორციელებაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა წარმატებები გისურვოთ მომავალ საქმიანობაში და ყოველთვის გქონდეთ ჩვენი თანადგომის იმედი“ - განაცხადა გიზო სართანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)