|
2016-02-23 11:16:39, 1777 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობასა და საიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ხუბუამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, თანამშრომლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა და ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია ერთობლივად, პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას თვითმართველობის სქმიანობის პროცესში ტერნინგებსა და შეხვედრებს გამართავს. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა – ეფექტური თვითმმართველობისთვის“ იწყებს. პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობების ჩატარება. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირება, მოქალაქეთა გააქტიურება და მათი როლის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სოფლის კრებებზე დასწრება და ერთდღიანი სასწავლო კურსები მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)