18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 10:10:55, 329 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი მოუწოდებს აშშ-ს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 21-დღიან გეგმას დათანხმდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 21-დღიან გეგმას დათანხმდეს.

როგორც მაკრონი აცხადებს, საფრანგეთი ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენებს.

“მე მჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ახლა უნდა გაზარდოს ზეწოლა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე ამის გასაკეთებლად. ჩვენ ველით, რომ ყველა პარტნიორი იყოს ძალიან ხმამაღალი და ერთგული ჩვენთან, რათა გავაგზავნოთ ეს მკაფიო გზავნილი - ისრაელს არ შეუძლია დღეს ლიბანში შეჭრა. ომი დღეს ლიბანში შეუძლებელია, ეს იქნება უზარმაზარი შეცდომა, ესკალაციის უზარმაზარი რისკი. საფრანგეთი ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენებს“,- განაცხადა მაკრონმა.

მან აგრეთვე კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საფრანგეთი წინააღმდეგია, "ლიბანი ახალი ღაზა გახდეს".

“არ მიმაჩნია, რომ პირველი კომენტარები ისრაელიდან საბოლოოა. ასე რომ, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ მომდევნო საათებში, რათა დავარწმუნოთ ისრაელი, რომ შეწყვიტოს ცეცხლი 21 დღის განმავლობაში“,- აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა, აშშ-მა და მისმა მოკავშირე 10-მა ქვეყანამ ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში მოითხოვა. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა უკვე უარყო საფრანგეთ-ამერიკის წინადადება 21-დღიანი ზავის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი, ისრაელელ სამხედროებს ბრძოლის "მთელი ძალით" გაგრძელება უბრძანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics