|
2024-09-26 15:43:38, 342 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 26 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში 500 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე 27 კომპანიაა ჩართული. ყურძენს საწარმოები 17 ლოკაციაზე იბარებენ. “რაჭაში რთველი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 2 000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. დღეის მდგომარეობით 500 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მოსავალი გვაქვს. რა თქმა უნდა, შტაბი აქტიურად არის ჩართული პროცესში. ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას, რათა მევენახეებმა შეძლონ დროულად ჩააბარონ, დააბინაონ მათი მოსავალი და გაზრდილი შემოსავალი მიიღონ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ყურძნის მინიმალური ფასი 8 ლარია. სწორედ ამ ფასში შეუძლიათ მევენახეებს ყურძნის ჩაბარება და აქედან 4 ლარი სახელმწიფო სუბსიდიაა“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. ადგილწარმოშობის ღვინო “ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. რთველი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 01. მინისტრი ოთარ შამუგია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში მევენახე კახაბერ გეწაძის ოჯახსაც ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა. კახაბერ გეწაძეს 1 ჰა ფართობზე გაშენებული აქვს მუჯურეთულის და ალექსანდროულის ჯიშის ყურძენი. მევენახე 4 ტონამდე მოსავლის დიდ ნაწილს ღვინის კომპანიას ჩააბარებს. რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის, მოსავლის სრულად და დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა. რთველში, მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)