15:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 16:26:03, 285 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის მიმდინარე პროექტს გაეცნო

გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი ორეტაპიანია.

„ორ ეტაპად გავყავით აღნიშნული სამუშაოები. გასულ წელს დავასრულეთ პირველი ნაწილი და ადგილობრივ მოსახლეობას მაშინვე დავპირდით, რომ სივრცე მთლიანად მოწესრიგდებოდა. ძალიან მიხარია, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა აქ მაქვს გატარებული, მიმდებარე კორპუსში. ეს სივრცე გამწვანდება, განათდება, მოეწყობა ფანჩატურები, ტრენაჟორები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები; ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და კიდევ ერთი სასიამოვნო რეკრეაციული სივრცე ექნება ამ უბანს. აღნიშნული სამუშაოები ნოემბრისთვის იქნება დამთავრებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე.

სკვერის მოწყობის სამუშაოები, ჯამში, 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე, განთავსდება  სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics