01:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 18:52:00, 466 ნახვა

მსოფლიო
სიბიგა - კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს

კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, საუბარია ატომური სადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხო მუშაობისთვის.

“ამ ობიექტებზე დარტყმა ქმნის ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს, რასაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც“,-აღნიშნავს სიბიგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics