|
2024-09-21 13:41:40, 369 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ორმაგი დატვირთვა აქვს - თითქოს წარსულში დავბრუნდი და ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ
საქართველოს ნაკრებისა და კლუბ “მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად “მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. “მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს, ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სანახაობრივი ფეხბურთი ნახოს. რაც შეეხება “მილანს“, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი ისტორიის კლუბში, როგორიც არის “მილანი“. საოცარი ათი წელი მქონდა. გუნდმა მაშინ ყველაფერი მოვიგეთ, რის მოგებაც შესაძლებელი იყო. “მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. თითქოს წარსულში დავბრუნდი. ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც დიდ წარმატებას მივაღწიე, დღეს, ჩემთან ერთად არიან. უამრავი ქართველი გულშემატკივარი ღამეებს ათენებდა, რომ “მილანის“ თამაშები ენახა. თანაც, გახსოვთ, რომ მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობა, სოციალური მედია, ფეხბურთის ყურება ცოტა რთული იყო, ამიტომ, ჩემთვის დასაფასებელია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა მაშინდელ “მილანს“, ბიჭებს კი განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ არიან“,- განაცხადა კახა კალაძემ. “მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნაკრების წარმატებას და აღნიშნა, რომ ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს. “მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მოგზაურობ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხვდები “მილანის“ გულშემატკივრებს და ხედავ, თუ როგორ უყვართ ეს გუნდი. ამ თამაშში მონაწილეობა, ძველი დროის გახსენება და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებიან ახლა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ასევე ველოდები დღევანდელ თამაშს. ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ძალიან კარგი, პერსპექტიული თაობაა, რომლებიც არაერთ ძლიერ კლუბში თამაშობენ. ჩვენ, კახას დამსახურებით, ძალიან ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს და გისურვებთ წარმატებას“,- განაცხადა კაკამ. მანვე გაიხსენა “მილანში“ კახა კალაძესთან ერთად თამაშის პერიოდი. “მილანში“ სან პაულოდან გადავედი, სადაც ყველა ჩემი თანაგუნდელი ბრაზილიელი ან არგენტინელი იყო და უცებ აღმოვჩნდი ისეთ გუნდში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ძალიან დამეხმარა. კახა კალაძემ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. მართალია, ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობდით, თუმცა თამაშისა და ტაქტიკური განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ძლიერ მცველებთან ერთად თამაშობ გუნდში, “მილანის“ დაცვა კი საუკეთესო იყო ევროპაში. როცა გაქვს საშუალება, ჩამოხვიდე, მეგობრები ნახო და მათთან ერთად ითამაშო მოედანზე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის“,- აღნიშნა კაკამ. კახა კალაძის წარმატებაზე და მის კარიერაზე მილანში, ისაუბრა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა კლარენს ზეედორფმაც. “არ არის იოლი, კარიერის დასრულების შემდეგაც წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. რაც შეეხება კალას, როგორც მოთამაშეს, ყოველთვის ზურგს გვიმაგრებდა მოედანზე, ყოველთვის შრომობდა, თავდადებით თამაშობდა, შესაბამისად, ჩვენ არ გვიწევდა იმაზე ნერვიულობა, რა ხდებოდა უკან, დაცვაში და სწორედ ასე მიაღწია “მილანმა“ ამდენ წარმატებას. ჩვენ ვაცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც როგორც “მილანის“ ფეხბურთელებს გაგვაჩნდა. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმ ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ “მილანს“. კახიც, როგორც ძლიერი, შრომისმოყვარე ადამიანი, ყოველთვის გვეიმედებოდა მოედანზე“, - განაცხადა კლარენს ზეედორფმა. ლეგენდების მატჩი დღეს, საღამოს 7 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ბოკუჩავა - ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს
აშშ-მ ირანის დასარტყმელად „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
რუსეთში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებმა თავდასხმა განახორციელეს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)