|
2024-09-20 17:14:22, 302 ნახვა
პოლიტიკა
შატაკიშვილი - „ქართული ოცნების“ პრაგმატულად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ეკონომიკური გაძლიერება შეუქცევადია
რუსთავში “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი შეხვედრა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და “ქართული ოცნების“ დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში, ირაკლი შატაკიშვილმა ქალაქში მოქმედ ბიზნესსექტორთან გამართეს. რუსთავის იპოდრომის სივრცეში მოწყობილ შეხვედრას, რუსთავში არსებული ბიზნესსექტორის თითქმის სრული სეგმენტი ესწრებოდა. “გავმართეთ შეხვედრა რუსთავში ადგილობრივი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი იყო ბიზნესის ფაქტიურად ყველა დარგი, რომელიც რუსთავში ოპერირებს. ვისაუბრეთ სხვადასხვა ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და იმ წარმატებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღწეული. ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ “ქართული ოცნების“ პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი",- განაცხადა “ქართული ოცნების“ დელეგატმა, რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში, ირაკლი შატაკიშვილმა. შეხვედრაზე რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. "დღეს ქვეყანაში საერთოდ სხვანაირი ბიზნესგარემოა, ჩვენ აღარ გვეშინია საქმის წარმოების, აღარ გვეშინია იმის, რომ ვიღაც მოვა და გამოგვიცხადებს - ეს ბიზნესი, რომელზეც ამდენი ენერგია გაქვს დახარჯული და თანხა დაბანდებული, დღეს ვიღაც ჩემს მეგობარს უნდა გადაუფორმოო და უარს თუ ეტყვი, მეორე დღეს მანქანას აგიფეთქებენ - ასეთი იყო ჩემი სიტუაცია დავით კეზერაშვილთან მიმართებაში, როცა თავდაცვის მინისტრი იყო და ბორჯომის გადაფორმებას მთხოვდა თავის მეგობარზე. დღეს ეს ამბები კოშმარული სიზმარივით გვაგონდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხალხი, დღეს მთავარი “ოპოზიციაა“ და ახალგაზრდებს, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ, უნდა მოვუყვეთ, მათ უნდა იცოდნენ, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დიდი ალბათობით, რას გააკეთებენ, ღმერთმა დაიფაროს, კიდევ თუ დაბრუნდნენ უკან",- განაცხადა "ჰაიდელბერგ ცემენტ" საქართველოს და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანადამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ. “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)