22:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 09:22:11, 353 ნახვა

მსოფლიო
ლემი - ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ისრაელსა და "ჰეზბოლას" ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება ლემიმ ამერიკელ, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.

"დღეს მოვუწოდებ ორივე მხარეს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს, მივიღოთ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტა, რათა ისრაელელებს შეეძლოთ სახლში დაბრუნება და შესაბამისად ლიბანელებიც დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“, - განაცხადა ლემიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics