|
2024-09-19 17:17:23, 318 ნახვა
საზოგადოება
უკრაინელ ბავშვებს წეროვანში უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი უკრაინელი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, უკრაინელ მოზარდებსა და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წეროვანში ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლა. "უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ ბავშვებს შესთავაზეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა. სარეაბილიტაციო კურსის დასკვნით ღონისძიებას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი და საქართველოში უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)