12:14 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 16:23:31, 333 ნახვა

საზოგადოება
ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ონის მუნიციპალიტეტში, პატარა ნუცა გაგნიძეს, რომელიც ანსამბლ "ძირიანის" გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა, სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით. დადასტურებულია მეოთხე ტიპის თირკმლის პოლიცისტური დაავადება ღვიძლის პოლიცისტური დაავადებით.

ყოველი დღე გადამწყვეტია, პატარა ნუცას სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა (დონორი დედაა).

შეგახსენებთ, რომ ანსამბლის "ძირიანის" წევრები, ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები 2022 წელს გაირდაიცვალნენ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. 

ნიკა გაგნიძეს დარჩა 2 მცირეწლოვანი შვილი ნუცა და ანდრეა. ვინაიდან ოპერაცია არ კეთდება საქართველოში, ამიტომ საჭიროა ბავშვის საზღვარგარეთ სასწრაფოდ გადაყვანა. სამედიცინო ხარჯები ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ოჯახს კი, ამის საშუალება არ აქვს.

ჩვენ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ ნუცას მომავალი, ამაში კი თითოეული თქვენგანის გაღებული მცირედი თანხაც  დაეხმარება პატარა ნუცას.

60 000 $ გვჭირდება ნუცას გადასარჩენად - გავერთიანდეთ.

"საქართველოს ბანკის" ანგარიში: მიმღები სალომე ქოჩლაძე - GE36BG0000000469369000

"ლიბერთი ბანკის" ანგარიში: მიმღები გვანცა ქოჩლაძე - GE19LB0711189587982000

"თიბისი ბანკის" ანგარიში: მიმღები ლია თაბუკაშვილი - GE64TB7429845061600004





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics