22:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 12:08:22, 355 ნახვა

მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვა - ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 450 ადამიანი

ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების მორიგი აფეთქების შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 450 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ.

“ბეირუთის გარეუბანში და ბექაას ხეობაში 20 ადამიანი დაიღუპა და 450 დაშავდა, ხოლო მანამდე ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2 ბავშვია, 3 000-მდე პირი კი დაშავდა“,- აცხადებენ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics