|
2024-09-18 11:41:04, 253 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა
დედაქალაქის მერიამ პროგრამის - “ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა 5 წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებში, ჯამში, 10 000-მდე მოქალაქე გადამზადდა, ხოლო მათი დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით, 70 პროცენტია. “პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლიდან, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“,- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდე მოქალაქე გაივლის. “პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“,- აღნიშნა კალაძემ. მისივე განმარტებით, კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან შვიდ თვემდე და სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ონლაინ და ადგილზე დასწრებით. “მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, პროგრამას დაემატება 11 ახალი მიმართულება, მათ შორის მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს ინსტრუქტორის, ჭაბურღილის ბურღვის შესწავლა, ვიდეო-მონტაჟი, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, ექსელი, საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა - ArcGiz და ArcCad, ტიხრული მინანქარი“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა. პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი“ განხორციელდება შემდეგ კოლეჯებში: “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი „სპექტრი"; პროფესიული კოლეჯი “იკაროსი"; კოლეჯი “მერმისი“; “სქილვილ ედუქეიშენ“; “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“; “პროჯექტ ფოლი პო/Project Folie Po“; “ედუსითი გეო“; “ფანტასმაგორია“; “გირის სპორტის, მას-რესლინგის, ბაგირის გადაწევისა და ქროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის) თბილისის ფედერაცია; “სქილ ლაბი“.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)