02:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 10:16:01, 484 ნახვა

საზოგადოება
დღეს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში რაიონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს 12:00 საათზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ეწვევა და ახალგაზრდებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილებს გადასცემს. 

რაიონში ჩავლენ ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე.

 ქუთაისში, გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, 16:00 საათზე,  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის ეპოქის ამსახველ ფოტოგამოფენას გახსნიან. გამოიფინება გენერალ კვინიტაძის რესტავრირებული სამხედრო მუნდირი, პირადი ნივთები და ხელნაწერებიც. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა საითიძე კი პირად შემადგენლობას გენერალ გიორგი კვინიტაძის შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს( ქუთაისი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, ავტომშენებლის ქ. 51).  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics