03:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-14 12:35:49, 485 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენიმა და ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, საუბრის დროს ბლინკენმა დაადასტურა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მნიშვნელობა.

"ბლინკენმა და ფაშინიანმა განიხილეს აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაფართოება, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე განათლების სფეროებში. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების ერთგულება მიმდინარე ძალისხმევისადმი, რომელიც მხარს უჭერს აყვავებულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სომხეთს, რაც სასარგებლოა სომეხი ხალხისა და უფრო ფართო კავკასიის რეგიონისთვის", - ნათქვამია პრესრელიზში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics