2024-09-14 10:21:44, 571 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 76 „შაჰიდიდან“ 72 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 76 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 72 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
მათი ცნობით, 2 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, 2 კი ქვეყნის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა და რუსეთში დაბრუნდა.
"თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, მიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ხარკოვის, კიევის, დონეცკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ვინიცისა და სუმის რეგიონებში", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,