01:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 10:56:22, 339 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა 6 ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მათ აკრედიტაცია გაუუქმა

რუსეთმა, 6 ბრიტანელ დიპლომატს, რომლებსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, აკრედიტაცია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამსახურში აცხადებენ, მათი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" FSB-ზე დაყრდნობით წერს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციაში, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით.

"ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, FSB-ს მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე და ლონდონის არაერთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, შეუწყვიტა ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის 6 თანამშრომელს აკრედიტაცია, რომელთა ქმედებებში დაზვერვისა და დივერსიული მუშაობის ნიშნები აღმოაჩინეს",- აღნიშნულია FSB-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics