02:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-21 14:06:47, 630 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  ქუთაისში ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა დაათვალიერა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, არქივის ახალი შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება, დოკუმენტების საცავებს კი - 2805 კვ. მეტრი დაეთმობა და კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღიჭურვება.ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.

მშენებლობისთვის, რომელიც ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ, შპს „საბა კონსტრაქშენმა“ 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დაასრულებს, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რუსთავსა და თელავში რეგიონული არქივების ახალი შენობები უკვე აქვს, მარტის დასაწყისში კი სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა ზუგდიდშიც გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics