04:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 11:45:45, 461 ნახვა

მსოფლიო
ნორვეგიამ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა

ნორვეგიამ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ონჩუ ქეჩელი ავრცელებს.

როგორც პრესსპიკერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში უთითებს, გუშინ, 11 სექტემბერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ესპენ ბარტ ეიდესა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ქეჩელის ცნობით, ფიდანმა ეიდეს უთხრა, რომ თურქეთი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და რომ მსგავსი შეზღუდვები ალიანსის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

ცნობისთვის, ნორვეგიამ თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვები 2019 წელს დააწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics