19:14 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 14:37:24, 316 ნახვა

საზოგადოება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჭიათურაში იმართება

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჭიათურაში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან ერთად , სოფელ წირქვალისა და ხვაშითის თემში შემავალი სოფლების: წირქვალის, ხალიფაურის, ქვედა ჭალოვანის,ზედა ჭალოვანის, ხვაშითის, ვაკევისის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.

"შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ქართული ოცნების" ჭიათურის ორგანიზაციის წევრები და სოფლების რწმუნებულები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics