06:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 10:42:40, 500 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა და სომხეთმა ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისია განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები არის ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ფართო ჩარჩოს ნაწილი, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი, 2017 წელს, ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერის შემდეგ განიცადა.

"ევროკომისია და სომხეთის მთავრობა მჭიდროდ იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ დიალოგის ეფექტურად წარმართვა. პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და ის გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და არ მოხდება ავტომატური გადასვლა უვიზო მიმოსვლაზე. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. პროცესი საჭიროებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პროგრესისა და მოვლენების მკაცრი მონიტორინგისთვის",- აღნიშნულია ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics